ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს კვერცხები და საღებავები დაუშინეს და შენობაში შეჭრა სცადეს

ქუთაისში, "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს, სახელწოდებით: „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება“. მოგვიანებით, მათ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან გადაინაცვლეს.

"საქართველო ნაცების გარეშე“, „ მათ შეურაცხყვეს საქართველო, ეკლესია და არ ვაპატიებთ“, „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება", - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში შეჭრა სცადეს და შენობას კვერცხები და საღებავები დაუშინეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა