ზაზა სარალიძე - ხელისუფლებამ გააღო სიმართლის კარი -  ვნახოთ, დაიხურება თუ არა

ხელისუფლებამ, ასე რომ ვთქვათ, გააღო სიმართლის კარი, ვნახოთ, დაიხურება თუ არა,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე განუცხადა, სადაც 2 წლის წინ მომხდარი ტრაგედი გაიხსენა.

ზაზა სარალიძემ და მისმა ოჯახის წევრებმა მკვლელობის ადგილზე ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.

,,ფაქტიურად, ყველა კითხვა პასუხგაუცემელია ამ ეტაპისთვის, ისე რომ, ჩემი შვილის მკვლელი ამ ეტაპზე არ არსებობს. გასაგებია, რომ პასუხისგებაში მიცემულია ადამიანი, რომლის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის სასამართლოს. დაველოდოთ, რა განაჩენს გამოიტანს. რა კითხვებიც უნდა დასმულიყო პირველი გამოძიების ეტაპზე, ზუსტად ის კითხვები ისმის ახალი პროკურორების მხრიდან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები იმ ეტაპიდან, რა ეტაპიდანაც გააღო ხელისუფლებამ სიმართლის კარი, ვნახოთ დაიხურება თუ არა. არასდროს იქნება ჩემი ნდობა მათ მიმართ, სანამ სასამართლო არ დასრულდება ისე, როგორც სიმართლეს შეესაბამება,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, ის ახალ შს მინისტრს არ შეხვედრია, თუმცა სახელმწიფო უწყებებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც საქმეში ჩაიხედეს და სიმართლე ირწმუნეს. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ გულისხმობს როგორც მაღალჩინოსნები, ასევე დაბალი რანგის თანამშრომლებს.

ის ასევე, გამოეხმაურა დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ინტერვიუს, რომელიც მან „ინტერპრესნიუსს“ მისცა და აღნიშნა, რომ მას „პოლიტიკური პატიმარი სხვაგვარად ესმის“.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს