მოძრაობა "გაბედეს" წევრები თბილისის  საქალაქო სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ მანდატურები არ აძლევენ

მოძრაობა "გაბედეს" წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ მანდატურები არ აძლევენ. როგორც "გაბედეს" წევრმა, მამუკა ჯუღელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვინაიდან "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ლობიოს ჰაერში აყრის გამო დააკავეს, სიმბოლურად სწორედ ამიტომ თესავენ საქალაქო სასამართლოს ეზოში ლობიოს.

"ეს ქვეყანა და სასამართლო სალობიედ არის გადაქცეული. მოვიტანეთ ლობიო, რომ დავთესოთ აქ. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ "ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს ლობიოს ჰაერში აყრის გამო და სიმბოლურად გადავწყვიტეთ, რომ დავთესოთ ლობიო", - განაცხადა ჯუღელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა