გიორგი ვაშაძის ინფორმაციით,  რეგიონებში საპროტესტო აქციები ქუთაისიდან დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ,  6 დეკემბერს გაიმართება

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რეგიონებში საპროტესტო აქციები ქუთაისიდან დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ, 6 დეკემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება. ამის შესახებ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება პიკეტირებას, ვაშაძის განცხადებით, პარლამენტის პიკეტირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეების საკითხის განხილვის დღეს დაიგეგმება და სავარაუდოდ, ეს მომავალ კვირაში იქნება.

"მომავალ კვირაში რეგიონში იწყება აქციები. დაიწყება ქუთაისიდან პარასკევს და სავარაუდოდ, 2 საათზე გვექნება დიდი მსვლელობა - აქცია ქუთაისში. ველოდებით, მოსამართელებთან დაკავშირებით კომიტეტს და იქნება პიკეტირება. ეს უნდა იყოს, სავარაუდოდ, სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს - ეს ალტერნატივებია. არ ვიცით, "ქართული ოცნება" როდის იზამს. ხვალ უკვე იგზავნება დოკუმენტი ეუთო-ში, ოდირში და შესაბამისად, მათი პასუხი რაც იქნება, ამასთან არის დაკავშირებული დიდი აქციის თარიღი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, უნდა ვიცოდეთ, ბეჭედი უნდა დაესვას იმას, რომ კანონი კონსტიტუციასთან არის შესაბამისი",-განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, უფრო ფართომასშტაბიან მოძრაობაზე, რომლის კონკრეტული გეგმებიც აქვს ოპოზიციას, საბოლოო შეთანხმებები მომდევნო დღეებში იქნება მიღწეული.

ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში უკვე დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა