ალეკო ელისაშვილი - ზედმეტი მოლოდინია, თუ გვგონია, რომ მესამე ძალა ბედაურით შემოვარდება საიდანღაც, ამოაპობს ფარავნის ან ბაზალეთის ტბას და შემობზრიალდება თბილისში

“ეს პერიოდი მახსენებს “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო პერიოდს, 2011-2012 წლებს. ეს ფილმი ყველას ნანახი აქვს. წასვლის წინ აკეთებენ ხოლმე ქართული ხელისუფლებები ასეთ რაღაცებს,- ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, თუ რამდენად შეესაბამება ე.წ “გერმანული მოდელი” საქართველოს კონსტიტუციას.

“თუ მართალია ხელისუფლება და შეუსაბამოა ეს მოდელი კონსტიტუციასთან, მაშინ რატომ ამბობს უარს, რომ ეს დოკუმენტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში? გავაგზავნოთ და მიუკერძოებელმა ადამიანებმა გვითხრან ოფიციალურად, შეესაბამება თუ არა. რადგან უარს ამბობენ, ე.ი მთლად წელგამართულები ვერ არიან.

ხომ შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ სამარცხვინო მდგომარეობაში და უარი მივიღოთ? მაგრამ მივდივართ ამ რისკზე. რატომ არ მიდიან ისინი? ე.ი იტყუებიან წულუკიანი და კობახიძე და ეშინიათ, რომ ვენეციის კომისიამ თქვას, ეს მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისიაო.

ახლა არა ირაკლი კობახიძის გაჯიქებული პოზიცია, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციის პასუხი გვაინტერესებს და თუ მათგან პასუხი იქნება, საინტერესოა, შეხვედრის მეორე რაუნდზე რა პოზიცია ექნება წულუკიანს ან კობახიძეს, რომლებიც თავს იკლავენ, ეს მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოაო”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილი ასევე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ ქუთაისში მომხდარ ინციდენტს, როდესაც “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

“სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ არის 2013 წლიდან. რვა წლის თავზე რომ მიდიხარ და “დემიშიზაცია” უნდა დავიწყოთო, იძახიან, ძალიან უხერხულში იგდებენ თავს. ან კალენდარი არ აქვთ? ან ჭკუის დამრიგებელი არ ჰყავთ? ეს ნიშნავს, რომ თვითონ ვერ გამოვიდნენ სააკაშვილის შიშებისგან.

გავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში და გავარკვიოთ ეს მოდელი შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას. თუ შეესაბამება დავნიშნოთ არჩევნები, რა “დემიშიზაციას” იწყებენ 2019 წელს, სირცხვილია”, - აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ პილიტიკურ ვითარებაში ის მესამე ძალას ვერ ხედავს.

“ზედმეტი მოლოდინებია, თუ გვგონია, რომ მესამე ძალა ბედაურით შემოვარდება საიდანღაც და ამოაპობს ფარავნის ან ბაზალეთის ტბას, ამოხტება და შემობზრიალდება თბილისში”,- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა