ანა დოლიძე - დღეის მდგომარეობით, რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას არ განვიხილავ

ვაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ თითოეული ქართველის ცხოვრება იყოს უკეთესი და უფრო დაცული. შესაბამისად, არ განვიხილავ დღეის მდგომარეობით, რაიმე გაერთიანებაში გაწევრიანებას, - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კითხვას, ფიქრობს თუ არა მამუკა ხაზარაძის მოძრაობა "ლელოში" გაწევრიანებას.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამოქალაქო საკითხები და სწორედ ამ ამპლუაში დარჩება.

„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ხანია ვიბრძვი დამოუკიდებელი სასამართლოსთვის და იმისთვის, რომ თქვენ ყველას და იმ ხალხს, რომელიც პოლიტიკურად აქტიურია და მათ ოჯახებს, დაცული ჰქონდეთ საკუთარი უფლებები. ვიბრძვით აზარტული თამაშების რეგულირებისთვის და ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობისათვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამოქალაქო საკითხები, სწორედ ამ ამპლუაში ვრჩები მე დღესდღეობით და ვაგრძლებ ბრძოლას იმისთვის, რომ თითოეული ქართველის ცხოვრება იყოს უკეთესი და უფრო დაცული. შესაბამისად, არ განვიხილავ დღეის მდგომარეობით, რაიმე გაერთიანებაში გაწევრიანებას", - განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა