კახა კოჟორიძე - „თიბისი ბანკის" საქმის ირგვლივ პროკურატურა და „ქართული ოცნება" „ერთსულ და ერთხორც“ არიან

ვხედავთ, რომ პროკურატურა და „ქართული ოცნება" არიან „ერთსულ და ერთხორც“ „თიბისი ბანკის" საქმის ირგვლივ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს" წევრმა კახა კოჟორიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურის ბრალდება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მყარი საფუძველი არ გააჩნია.

„ხომ არსებობს თეთრი ძაფით „შეკერილი“ საქმეები, ეს საქმე არის თეთრი ძაფითაც ვერ „შეკერილი“ საქმე, იმდენად ნათელია პოლიტიკური მოტივაცია. ქართული მართლმსაჯულება, რომელიც საყოველთაოდ შეფასებულია, რომ არის ძალიან მძიმე და უსამართლო, ქართულ მართლმსაჯულებაშიც, 30- წლიან პრაქტიკაშიც კი არ მოიძებნება ანალოგი“, - განაცხადა კოჟორიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა