მცხეთის მერი მოძრაობა „გაბედეს“ აქციაზე  - ხალხი მუშაობს აქ და იმათ აურზაურის ასატეხად ვერ შემოვუშვებდი

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მე თვითონ მოვუწოდებდი აქციის მონაწილეებს, თქვენთან გამოვედი, გაგცემთ პასუხს მეთქი, სათითაოდ ვეპატიჟებოდი ჩემთან ოთახში და სათითაოდ გავცემდი ყველა კითხვაზე პასუხს, - ამის შესახებ მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა.

„ვთხოვდით დაეტოვებინათ შენობა. ეს ხალხი დასაპირისპირებლად იყო ჩამოსული. დაკავებულები არ ვიცი ვინ არიან. პოლიცია ზუსტად იმისთვის იდგა აქ, რომ არ მომხდარიყო მსგავსი ინციდენტი, მაგრამ საუბედუროდ მოხდა, იმიტომ, რომ პროვოცირება მოხდა მოსული ადამიანებისგან”, - განაცხადა მცხეთის მერმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ დაახვედრეს აქციის მონაწილეებს მერიის თანამშრომლები, გიორგი კაპანაძემ ასე უპასუხა, „ყველამ დაინახა, რომ სანამ ესენი მოვიდოდნენ, აქ იყო ტელევიზია მოსული და დააინტერესათ და გამოვიდნენ“.

„მერიაში მუშაობს 200-ზე მეტი კაცი. აქ ყოველდღე ტელევიზია არ მოდის. ნეტა ყოველ დღე იყოს აქ ტელევიზია და ყოველ დღე იღებდეს, რას ვაკეთებ მე აქ. ჩემი სურვილი არაა, ვინმე დააკავონ, მაგრამ არც ის მინდოდა, აქ ინციდენტი მომხდარიყო. ხალხი მუშაობს აქ და იმათ აურზაურის ასატეხად ვერ შემოვუშვებდი“, - განაცხადა მცხეთის მერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა