გია ვოლსკის შეფასებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია შესული, საფუძველია, რომ გადაწყვეტილება  მიიღონ

სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ძალაში შესული, რეგლამენტის მიხედვით არის საფუძველი იმისთვის, რომ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება,- ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან კითხვას, დაელოდება თუ არა პარლამენტი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს დანარჩენი ინსტანციების გადაწყვეტილებებსაც.

მისივე თქმით, რეგლამენტში ყველაფერი ნათლად არის გაწერილი.

"თემა ეხება ძალიან პრიმიტიულ ფორმულას, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი და ხასიათი განაპირობებს რეგლამენტის შესაბამისი მუხლის ამოქმედებას, ისე რომ პარლამენტის მსჯელობა იმის თაობაზე როგორ ხდება ეს ამბავი, რა პროცედურაა, აბსოლუტურად არ არის რელევანტური. ჩვენ შეიძლება ვაკრიტიკოთ რეგლამენტი და სასამართლოს, დარწმუნებული ვარ, უწოდებენ მმართველ პოლიტიკურ ჯგუფზე დამოკიდებულს, მაგრამ რეალობას თუ შევაფასებთ, ეს არის ის, რაც მოხდა ჩვენს თვალწინ, კამერის ჩანაწერებიც ცხადყოფენ. ამაზე სასამართლოს რა გადაწყვეტილება ექნება, არც ჩემი საქმეა და არც ჩემი ოპონენტების. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის შესაბამისი მუხლი რეგლამენტის. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ძალაში შესული, რეგლამენტის მიხედვით, არის საფუძველი იმისთვის, რომ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას „ბანკი ქართუს“ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა