ჯანდაცვის სამინისტრო - მცხეთაში დაშავებული აქტივისტები ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, კლინიკიდან ხვალ გაეწერებიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთაში დაშავებული აქტივისტები ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, ხვალ ბინაზე გაეწერებიან.

უწყების ცნობით, არც ერთ პაციენტს რაიმე სახის შინაგანი დაზიანება არ უფიქსირდება.

„დღეს, მცხეთაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 პაციენტის ჰოსპიტალიზება მოახდინა. პაციენტებს თავის გარეგანი ტრავმები აღენიშნებოდათ. მათ თავის ტვინის ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდათ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არცერთ პაციენტს რაიმე სახის შინაგანი დაზიანება არ უფიქსირდება. ამჟამად, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან და სავარაუდოდ, ხვალ ბინაზე გაეწერებიან”, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ წევრები შეიკრიბნენ. ისინი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან დიმიტრი ხუნდაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა