„ქართული ოცნების“ ოფისთან სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკა გოგაშვილი მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს „ტერორიზმის „გამპრავებლები“ უწოდა

ჩვენ არასდროს მოვითმენთ და არასდროს გავუტარებთ იმას,ვინც შეაგინებს ბატონ ბიძინას.არამარტო ამას არ მოვითმენთ, არამედ მთელ 9 წლის ნამოქმედარს,- ამის შესახებ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილმა, ნიკა გოგაშვილმა "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" ოფისთან განუცხადა.

მისი თქმით, ის პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს, თუმცა "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს.

"ძალა, რომელიც აქ დგას და 9 წელი იყვნენ ხალხის მწამებლები და ცოცხი რომ ამათი დევიზია ახალგაზრდებს, ჩემს თანატოლებს ეს არ გვსიამოვნებს. იმის საშუალებას არასდროს მივცემთ, რომ ეს საზოგადოება სადმე დადგეს, რამე გააპროტესტოს. ესენი არიან ტერორიზმის „გამპრავლებლები“, ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს. ამათ არ აქვთ მორალური უფლება, რომ რამე გააპროტესტონ. თავისი შეძახილებით მოხდინეს პროვოცირება. ბატონ ბიძინას აგინეს და ა.შ. მაგას არ მოვითმენთ“, - განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს