მიხეილ ჩხენკელი - ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მარგალიტი სწორედ ჩვენი საგალობლები და მრავალხმიანობაა - მნიშვნელოვანია, რომ ეს საგანძური მომავალ თაობებს გადავცეთ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა ქართული პოლიფონიისა და საგალობლების შესწავლისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას ახალგაზრდა თაობაში.

„არსად ისე არ ჩანს ჩვენი ხასიათი, როგორც ქართულ მრავალხმიანობაში. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მარგალიტი სწორედ ჩვენი საგალობლები და მრავალხმიანობაა. მსურს, მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას და ფონდ „ქართული გალობის“ დამაარსებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილსა და მის ოჯახს ქართული გალობის აღორძინებასა და ამ დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ქართული კულტურა სწორედ გალობითა და ჩვენი უნიკალური პოლიფონიით გაიცნო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მრავალხმიანობა და საგალობლები მომავალ თაობებს გადავცეთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას.

განათლების სამინისტროს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ფონდი „ქართული გალობა“ არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიას 2016 წლიდან ყოველწლიურად გასცემს გალობის სფეროში საუკეთესო სამეცნიერო კვლევებისა და ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელი საუკეთესო საეკლესიო გუნდების გამოსავლენად.

წელს პრემია გადაეცა თბილისის ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდს „იალონი“, რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს, ოზურგეთის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა ტრიოს „რეხეული“ და ქუთაისის ავტოქარხნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდს.

ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ქართული გალობა-სიმღერისა და ტრადიციული ხელოვნების სხვა დარგების თანადგომას, მათ განვითარება-პოპულარიზაციასა და მეცნიერული კვლევების ხელშეწყობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა