არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიაზე - კანონში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს განაჩენი, რომელიც პირს დანაშაულში ამხელს, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია

კანონში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც პირს დანაშაულში ამხელს, არის საფუძველი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართუ ბანკის" საქმეზე ნიკა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

თალაკვაძის თქმით, მელიას შემთხვევაში, აღნიშნული სახეზეა.

„წაიკითხეთ კანონში რა წერია? თქვენ ხართ ის ჟურნალისტები, რომლებიც კანონებს კითხულობთ კარგად, ამიტომ გირჩევთ, რომ ეს კანონიც წაიკითხოთ. იქ პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც პირს დანაშაულში ამხელს არის საფუძველი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის. ამ შემთხვევაში ეს არის სახეზე. იქ არ წერია სამი ინსტანცია. იქ წერია, რომ როგორც კი ასეთი გადაწყვეტილება დადგება და ძალაში შევა, ის უკვე უნდა იყოს საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტის",- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა