კახა კალაძემ ახალი მუნიციპალური ავტობუსები წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის 8 - მეტრიანი და MAN-ის მარკის 10 - მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები წარუდგინა.

ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეისყიდეს.

მერიის ინფორმაციით, 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8 - მეტრიანი ავტობუსები, ისევე როგორც MAN-ის მარკის ავტობუსები მუშაობს euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე. 8 - მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილით, ხოლო MAN-ის მარკის ავტობუსები კი სულ 82 მგზავრზე და აქედან 27 დასაჯდომი ადგილია.

მათივე ცნობით, ორივე მარკის ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.

დედაქალაქმა დამატებით 40 ერთეული ISUZU-ს მარკის 8 მეტრიანი და 16 ერთეული MAN-ის მარკის 10 მეტრიანიავტობუსი მიიღო.

ავტობუსები ეტაპობრივად ერთი კვირის განმავლობაში შემდეგ მარშრუტზე გადანაწილდებიან. ესენია N7 - სოფელი დიღომი - მეტროსადგური „დიდუბე“, N12 - დიდი ლილო - მეტროსადგური „ისანი“,N13 - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის ქუჩა,N19 - ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი - ზემო ფონიჭალა, N36 - ლოტკინის დასახლება - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი, N48 - ჟღენტის ქუჩა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი, N54 - დიდი დიღომი, მე-4 მიკრორაიონი-უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, N57 - სამგორის ქუჩა - კრწანისის ქუჩა, N65 - დოლიძის ქუჩა -რკინიგზის სადგური, N68 – 9 ძმის ქუჩა - სადგურის მოედანი, N75 - ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი - მეტროსადგური „სარაჯიშვილი“, N77 - ტუბდისპანსერი - რკინიგზის სადგური, N80 - ორთაჭალის ქუჩა - ბარათაშვილის ქუჩა, N110 - მახათას მთა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი, N122 - მუჯირიშვილის ქუჩა - სადგურის მოედანი, ხოლო, 6 დეკემბერს №37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები გავლენ. N37-ზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები დიდი მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ მარშრუტებზე: N15 - დიდი დიღომი, მე-4 მიკრორაიონი-სადგურის მოედანი.

იხილეთ ვიდეო

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება