„ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირებისას დაშავებული ყველა პირი კლინიკიდან უკვე გაწერილია

თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გუშინ ჰოსპიტალიზირებული ყველა პაციენტი, ბინაზეა გაწერილი. აღნიშნულ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 5 პაციენტიდან 2 - ინგოროყვას კლინიკაში იყო გადაყვანილი, ხოლო 3 - ნიუ ჰოსპიტალსში.

ექიმების თქმით, მათ აღენიშნებოდათ გარეგანი ზედაპირული დაზიანებები, თუმცა კვლევების შედეგად რაიმე სახის გართულება არ გამოკვეთილა.

სამედიცინო პერსონალის დაკვირვების შემდეგ, სამმა პაციენტმა რამდენიმე საათში დატოვა დაწესებულება, ხოლო 2 - ღამის განმავლობაში გაეწერა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა