სტოლტენბერგი - ნატო-ს ძალების პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ყოფნა რუსეთისთვის მესიჯია: თუ მათზე თავდასხმა მოხდება, მას ალიანსი უპასუხებს

ნატო უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნებზე განხორციელდება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ლონდონის სამიტის წინ განაცხადა.

„ნატო-ს ძალების ყოფნა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში არის მძლავრი მესიჯი რუსეთისთვის: თუ მოხდება მათზე თავდასხმა, მას მთელი ალიანსი უპასუხებს“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღეს და ხვალ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ნატო-ს სამიტი გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის ლიდერები პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებისთვის თავდაცვის გეგმას განიხილავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა