მაია ცქიტიშვილი ჟურნალისტებს - გთხოვდით, ნუ დავეხმარებით ოპოზიციას იმ განცდის შექმნაში, რომ საქმე გვაქვს მასობრივ პროტესტთან

რაიმე სახის სამოქალაქო დაპირისპირებას გამოვრიცხავ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს აგრესიული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს მიმდინარე პროტესტი მასობრივ სამოქალაქო პროტესტად წარმოაჩინოს.

„ჟურნალისტებიც განსაზღვრავთ არსებულ დღის წესრიგს. გთხოვდით, რომ ნუ დავეხმარებით იმ განცდის შექმნას, რასაც ოპოზიცია ცდილობს, რომ წარმოაჩინოს, თითქოს საქმე მასობრივ პროტესტთან გვაქვს. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ აგრესიულ ქმედებებს , როდესაც ოპოზიციის რადიკალური ფრთის წარმომადგენლები ნამდვილად უკანონო ქმედებებით ცდილობდნენ პროტესტის გამოხატვას - ნივთების სროლა, პოლიციასთან უხეში დამოკიდებულება, პარლამენტის ბლოკირება, პარლამენტარების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ვხედავთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. სამწუხაროა ნებისმიერი დაპირისპირება, მაგრამ ნუ ვეცდებით სიტუაცია იმგვარად წარმოვაჩინოთ, თითქოს ეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგან მომდინარეობს. ვთხოვ ჩვენს მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ აგრესიული ქმედებებისგან", - განაცხადა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი