დავით ჭიჭინაძე - არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში

არა მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო შორდება ხალხს და შესაბამისად, შორდება პოლიტიკასაც. არ გაითვალისწინებენ ამას და მიიღებენ რევოლუციას, ეს გარდაუვალია. არსებული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, გინდა ვადამდელი ჩაატარონ და გინდა ვადიანი, არავინ „გაუპრავებს“. „ოცნებამ“ საერთოდ არა მგონია არჩევნებამდე მიაღწიოს, მაგდანას ლურჯასავით დაეცემიან შუა გზაში.ზოგადად, პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც აღარ ჰყავთ რეალური პოლიტიკური მხარდამჭერები და ასეთ რადიკალიზაციაში შედიან, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება ქვეყნისთვის და იწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. ხოლო, ვინც პარტიული ინტერესების გამო აპირისპირებს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას, მათ, ვინც ქვეყნის მომავალი ერთად უნდა შექმნან, ამას უკვე ისტორია არ პატიობს არასოდეს!“, - განაცხადა ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს