მარიამ ჯაშის აზრით, არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, „სხვა გზა არ დარჩება გარდა იმისა, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ მცხეთაში, თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე პროტესტის ძალადობრივი ფორმები მიუღებელია.

დეპუტატი ვადამდელი არჩევნების საფრთხეზე საუბრობს.

"დაუშვებელია ეს ვითარება გაგრძელდეს. თითოეულმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მაქსიმალურად სტაბილური გახდეს გამოხატვის ფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გზა არ დარჩება ამ ქვეყანაში, ვიდრე დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები შერეული სისტემით, რაც ვფიქრობ, არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში, განსაკუთრებით, ოპოზიციურ სპექტრში არ არის მისაღები. ამიტომ დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მხარეები უნდა დაუბრუნდნენ დიალოგს. მიუხედავად პირველი რაუნდის წარუმატებლობისა, ვფიქრობ, რჩება ალტერნატივები და წინადადებები, რომლის განხილვაც შესაძლებელია. ის, რაც ხდება მცხეთაში, ქუთაისში და “ქართული ოცნების” ოფისთან, აბსოლუტურად მიუღებელია," - აცხადებს მარიამ ჯაში.

მარიამ ჯაში ამბობს, რომ “გერმანულ მოდელთან” დაკავშირებით ფრაქციაში არ უმსჯელიათ, თუმცა თავად ნებისმიერ კონსტიტუციურ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ხელს შეუწყობს პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმოდგენას, მხარს დაუჭერს.

კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, მარიამ ჯაში აღნიშნავს, რომ "გამწვავებული პოლიტიკური ოპონირება გამოიწვია პროპორციული არჩევნების ჩავარდნამ".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა