დიმიტრი ხუნდაძე - მადლობა მცხეთელებს მოთმინებისთვის და ბოდიში - უხერხულობისთვის

მადლობა მცხეთელებს მოთმინებისთვის და ბოდიში - უხერხულობისთვის, - ასე ეხმაურება მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ორი დღის განმავლობაში მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციებს.

როგორც ხუნდაძე აცხადებს, ოპოზიციამ სწორედ იმ ასაკის ახალგაზრდები აიფარა ფარად, „რომელთა მეხსიერებაში მათი მწვალებლური პოლიტიკა საბედნიეროდ არ დევს“.

„მცხეთა ვერასოდეს და ვერავისთვის ვერ იქნება დაპირისპირების ადგილი, ეს არის ქალაქი, სადაც ხშირად საქართველოს ბედი წყდებოდა. როგორც ჩანს, ისტორიის ბორბალი ისევ დატრიალდა და ნიშნული დღევანდელ დღეზე გაჩერდა. სწორედ ამ ქალაქიდან უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სიკეთე გადამდები გავხადოთ ყველასათვის. დღეს ქალაქს ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები - ბოკერია, უგულავა, ვაშაძე, დეკანოიძე და სხვები სტუმრობდნენ. როგორც ჩანს, იმ წარსულის ნოსტალგია აქვთ, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მოქალაქეებს საკმაოდ მძიმედ ახსოვთ. მათ სწორედ იმ ასაკის ახალგაზრდები აიფარეს ფარად, რომელთა მეხსიერებაში მათი მწვალებლური პოლიტიკა საბედნიეროდ არ დევს. მცხეთელებმა სტუმრობაც კარგი იციან და უკვე რამდენიმე წელია ერთ მუშტად შეკვრაც მოვახერხეთ. ამ ქალაქში საბედნიეროდ მეორე მხარე არ არსებობს და ყველა ერთად ვქმნით მომავალს. ვაშენებთ საბავშვო ბაღებს, რომ ერი გამრავლდეს. ვზრუნავთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ახალგაზრდობას არა თუ ნარკომანიისკენ ვუბიძგებთ, არამედ ჯანსაღი ცხოვრების პირობებს ვუქმნით, ვუშენებთ მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსებს, ბილწსიტყვაობას კი არ ვასწავლით და ერთმანეთის წინააღმდეგ ვაქეზებთ, არამედ ერთ-ერთ საუკეთესო ახალ კულტურის ცენტრში, კულტურას ვაზიარებთ. სკვერებს კი არ ვყიდით, არამედ დასასვენებელ ადგილებად ვაქცევთ, წარსულს არა თუ ფეხქვეშ ვთელავთ, არამედ არქეოლოგიურ მუზეუმს ვაშენებთ, რომ საკუთარი ისტორია თაობებს შემოვუნახოთ და სტუმრებსაც გავაცნოთ. რწმენასა და რელიგიას კი არ ვბილწავთ და პატრიარქს კი არ ვაგინებთ, არამედ ისტორიულ ძეგლებს სათუთად ვუვლით და ღამით სანთლებად ვანთებთ. პრობლემები, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია, მაგრამ ერთობით მათ დაძლევასაც შევძლებთ. მადლობა მცხეთელებს მოთმინებისთვის და ბოდიში - უხერხულობისთვის, მაგრამ საქართველოს ბედი ხომ დიდ წილად მცხეთაში წყდებოდა“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა