დავით ბაქრაძე ივანიშვილის განცხადებაზე - მან ან არ იცის, საით უნდა მიდიოდეს ქვეყანა, ან შეგნებულად აზიანებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს

„ამ განცხადებით ივანიშვილი აჩვენებს, რომ ის ან ფუნდამენტურად საერთოდ დაცილებულია რეალობას და საერთოდ ვეღარ ხვდება, რა შედის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში და საით უნდა მიდიოდეს ჩვენი ქვეყანა, ან შეგნებულად აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ამერიკული არასამთავრობოების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ბაქრაძის თქმით, ორივე შემთხვევაში გამოსავალია ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა და მმართველობაში პროდასავლური ძალის მოსვლა.

„ასეთი შეტევა ამერიკული არასამთავრობოების წინააღმდეგ საქართველოს სერიოზულად აზიანებს ორი მიმართულებით. პირველი - ეს არის ზიანი ქვეყნის შიგნით, ვინაიდან ეს არასამთავრობოები ემსახურებიან ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესებას და მეორე - ეს არის ზიანი ქვეყნის გარეთ, ვინაიდან ნებისმიერი ამერიკული პოლიტიკოსისთვის შეტევა ამერიკულ არასამთავრობოებზე არის მკაფიო სიგნალი ქეყანაში ავტორიტარული რეჟიმის არსებობის და ამ ქვეყანაში რუსეთის გავლენის, ვინაიდან ამ მიმართლების ფლაგმანად სამართლიანად ითვლება ვლადიმერ პუტინი და პუტინის რუსეთი. ამიტომ ამ განცხადებით ივანიშვილი აჩვენებს, რომ ის ან ფუნდამენტურად, საერთოდ დაცილებულია რეალობას და საერთოდ ვეღარ ხვდება, რა შედის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში და საით უნდა მიდიოდეს ჩვენი ქვეყანა, ან შეგნებულად აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს, ქართულ დემოკრატიას ქვეყნის შიგნით და საქართველოს პერსპექტივას ქვეყნის გარეთ და დასავლეთში. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ამ ხელისუფლების უსწრაფესად, მშვიდობიანი გზით ჩამოშორება და ქვეყანაში პროდასავლური ხელისუფლების არსებობა, რომელიც შეუტევს არა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ შეუტევს იმ ე.წ. რუსულ რბილ ძალას, რომელიც დღეს ასე გაძლიერდა ჩვენს ქვეყანაში და მართლაც ხიფათს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „არ გამორიცხავს, ღია წერილით მიმართოს კონგრესსა და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და აუხსნას როგორ ხდება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებენ“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან