ირანის პრეზიდენტი - როგორც კი აშშ გააუქმებს არასწორ, სასტიკ, უკანონო და ტერორისტულ სანქციებს, მოლაპარაკებებს განვაახლებთ

ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის თქმით, ირანი მზადაა დაუყოვნებლივ განაახლოს მოლაპარაკებები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით, როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატები „უკანონო“ სანქციებს გააუქმებს.

„თუ ისინი მზად არიან, რომ გვერდით გადადონ სანქციები, ჩვენ საუბრისთვის და მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, თუნდაც ლიდერების დონეზე 5+1 ფორმატში“,- განაცხადა რუჰანიმ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, კარი მოლაპარაკებებისთვის მათ არ დაუხურავთ.

„ეს სასტიკი ქმედებაა თეთრი სახლის მხრიდან. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ სანქციების დამწესებლებს. მე ვუთხარი ირანელ ერს, რომ როგორც კი ამერიკა გააუქმებს არასწორ, სასტიკ, უკანონო, არასწორ და ტერორისტულ სანქციებს, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ მასთან საუბარს“, - განაცხადა რუჰანიმ.

2018 წელს, აშშ-მ ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა