„ახალი საქართველოს“ წევრი - ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს

„ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის ანა კობახიძის შეფასებით, OSCE/ODIHR - ის დასკვნა მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებას აიძულებს.

როგორც „ახალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალ საარჩევნო სისტემას, რომელიც „გერმანული მოდელის“ მიხედვით შეიქმნა და რომელსაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დღეს პარლამენტში დაარეგისტრირებენ, „ახალი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი აფასებს.

ანა კობახიძის განცხადებით, არაძალადობრივი, მშვიდობიანი პროტესტის გარდა, ისინი ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს.

„საარჩევნო მოდელი, რომელიც „გერმანულ მოდელს“ ეყრდნობა და ქართულ რეალობაზეა მორგებული, სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ამაზე არა მარტო ოპოზიცია, არამედ ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი თანხმდება. ამის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობა ჯიუტად ამტკიცებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებია საჭირო. იმისთვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი მოგვეხსნა, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი დარეგისტრირდება და სახალხო დამცველის აპარატის მეშვეუბით OSCE/ODIHR -ში გადაიგზავნება, რომლის დასკვნა, ვფიქრობ, იძულებულს მმართველ პარტიას განახორციელოს ცვლილებები.

აღნიშნული მექანიზმების გამოყენებით ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, რომ გარდა არაძალადობრივი მშვიდობიანი პროტესტისა, ასევე მივმართავთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს. დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ორი საარჩევნო სისტემა. ბარიკადს მიღმა საქართველოში ახლა შერეული სისტემით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს არაფორმალური მმართველი, ხოლო ბარიკადების მეორე მხარეს ხალხი, როგორც ხელისუფლების წყარო, პროპორციული სისტემის საშუალებით, ცდილობს დაიბრუნოს ხელისუფლება“, - აცხადებს ანა კობახიძე.

ცნობისთვის, დოკუმენტს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს დაარეგისტრირებენ ხელს 30-მდე წარმომადგენელი აწერს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა