კლინიკების წარმომადგენლების ინფორმაციით, 5 დეკემბრიდან მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ხარვეზებს შეისწავლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა და მას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კლინიკების წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრა საკამოდ ნაყოფიერი იყო და შეთანხმება მოხდა, რომ 5 დეკემბრიდან მთავრობის 520-ე დადგენილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც არსებულ ხარვეზებს შეისწავლის.

"შეხვედრამ საკმაოდ პროდუქტიულად ჩაიარა. შეთანხმება მოხდა,რომ ხვალიდან სამუშაო ჯგუფი შეიქმნება სამინისტროში და ტექნიკური ხარვეზებს, რაც შეიძლებოდა არსებობდეს, გაითვალისწინებენ და გამოსწორდება. გადავადებაზე საუბარი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში გონივრული და კონსტრუქციული გამოსავალია",-განაცხადა "ევექსის" დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. დადგენილების ამოქმედების მიმართ კერძო კლინიკების წარმომადგენლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. ისინი დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე