მიხეილ სააკაშვილი - მივმართავ უკანონო ბრძანების შემსრულებელ ე.წ. საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმელებს - ციხისთვის არ მემეტებით, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სადმე გადმოხტებით

მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყველა უკანონო დავალების შემსრულებელს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან საქმის დაჭერა მოუწევს.

„მინდა მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებლებს ე.წ. საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს, იმ ხალხს ვისაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი გადასახადებიდან უხდიან ხელფასს. იყო ასეთი ასლან აბაშიძე, რომელიც ივანოვის თვითმფრინავით რუსეთში გაიქცა, თან წაიყცვანა სულ 4-5 ადამიანი და ციხეში ჩატოვა, მაგალითად, გენერალი დუმბაძე, რომელიც კბილებით იცავდა მას და მის ყველა უკანონო ბრძანებას ასრულებდა. შემდეგ სამაგიეროდ, მან თავისი თვითმფრინავი გამოაგზავნა და თავის ძაღლი ბასმაჩი წაიყვანა. მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილს თავის ზებრა და სხვა ცხოველები უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თითოეული თქვენგანი. ეჭვი მაქვს, რომ ისიც თავის ცხოველებს წაიყვანს და არც ერთი თქვენგანი არ გაახსენდებით. შემდეგ კი უკვე საქმის დაჭერა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან მოგიწევთ იმიტომ, რომ რასაც თქვენ აკეთებთ ამას ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა ჰქვია. მე თქვენ ციხისთვის ნამდვილად არ მემეტებით, მაგრამ იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ სადმე გადმოხტებით იმიტომ, რომ მე მგონი ყველამ ჭკუა ისწავლა და ყველა შემდგომი მთავრობა ბევრად უფრო ბრძენი და მოზომილი იქნება ასეთი ხალხის უკან მიღებაში. ამიტომ გთხოვთ დაფიქრდით, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ, ივანიშვილი პრაქტიკულად ჩამოშლილია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც „ედისონ ფოლინგმა“ ჩაატარა, საქართველოს მოსახლეობის 60%-ს, მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა, სურს რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს.

„მე ამას ძალიან დიდი სიხარულით ვიღებ, რომ ხალხის ასეთი დამოკიდებულებაა, მაგრამ ეს ასევე აჩვენებს დამოკიდებულებას ივანიშვილის მიმართ. ეს არის ციფრები, ეს არის ფაქტები და ამიტომ არის ივანიშვილი ასეთ პანიკაში. მას ცალკეული ოპოზიციონერების მიმართ შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ ის ქართველ ახალგაზრდობას და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს ვერაფერს ვეღარ მოუხერხებს და აქ სააკაშვილი უკვე მეათეხარისხოვანია. რეალურად, მას პრობლემა არა სააკაშვილთან არამედ მთლიანად ქართველ საზოგადოებასთან აქვს, რომლის ქვეყნიდან გაძევებაც დაანონსა. უქართველობა დაანონსა საქართველოში და ვერ ეღირსება“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა