ლაბორატორიულად B ტიპის გრიპის ვირუსი გამოვლინდა - გრიპის ვირუსზე 75 ათასი ადამიანი აიცრა

ლაბორატორიულად გამოვლენილია B ტიპის გრიპის ვირუსი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ასევე ცირკულირებს გაციების 5 ვირუსი.

“ჯერჯერობით ავადობა არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო შარშან და შარშანწინ ამავე პერიოდში. რა თქმა უნდა, გაციების ვირუსები არის, ასეთი 5 ვირუსია. გამოჩნდა B ტიპის გრიპის ვირუსიც, მაგრამ ჯერჯერობით ავადობა არის ძალიან დაბალ დონეზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება გრიპის წინააღმდეგ აცრას, იმნაძის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გრიპის ვაქცინაცია გრძელდება და უკვე 75 ათასი ადამიანი აიცრა.

„სახელმწიფო პროგრამით შემოსულია 100 ათასი დოზა ვაქცინა, რაც არის 2,5-ჯერ მეტი გასულ წელთან შედარებით. 75 ათასი ადამიანი უკვე აიცრა და სახელმწიფო პროგრამით ვაქცინაცია გრძელდება მაღალი რისკის ჯგუფებისათვის. მე არ ვიცი რა ხდება კერძო სექტორში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა