„თიბისი“ ახალგაზრდულ დატათონს გამართავს

7-8 დეკემბერს, „თიბისი“ ორ დღიან ახალგაზრდულ დატათონს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, დატათონზე, რომელიც ტექნოპარკში გაიმართება, მონაწილეებს შეეძლებათ იმუშაონ ნამდვილ მონაცემებზე ხუთი სხვადასხვა ინდუსტრიიდან, დააგროვონ გამოცდილება და მიიღონ პრიზები.

ასევე, წარმოდგენილი იქნება მონაცემები საბანკო, სადაზღვევო, სახელმწიფო, საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სფეროებიდან.

„დათატონში მონაწილეობისთვის აუცილებელია გუნდების ჩამოყალიბება, რომელიც უნდა შედგებოდეს 3-5 ადამიანისგან. მონაწილეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ გუნდის წევრები.

გუნდების ჩამოყალიბება მოხდება 6 დეკემბერს თიბისის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის #7, მე-4 სართული) 19:00-ზე. მანამდე კი, მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2QQLXit

მონაწილეების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ მონაცემებთან დაკავშირებულ სფეროებში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს (მაგ: განათლება ან გამოცდილება კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების, მათემატიკის, სტატისტიკის, პროდუქტის მართვის, UX დიზაინის და სხვა სფეროებში).

დატათონში მონაწილეებს ამოცანებს მისცემენ პარტნიორი ორგანიზაციები შესაბამისი ინდუსტრიებიდან, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ მონაცემებს და დააწესებენ პრიზებს ამ მონაცემებზე დაყრდნობით საუკეთესო ანალიტიკური გადაწყვეტილებების (მონაცემების გამოყენება, ვიზუალიზება და მოდელირება ბიზნეს ამოცანის გადასაჭრელად) აგებისთვის. დავალების შესასრულებლად მონაწილეებს 36 საათი მიეცემათ.

თითოეულ ინდუსტრიაში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 1,000 ლარი. სულ გამოვლინდება 5 გამარჯვებული. გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს წინასწარ დადგენილი ჟიური”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა