ირაკლი პეტრიაშვილი თურქეთის პროფკავშირების კონფედერაციის TURK-IS-ის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი თურქეთის პროფკავშირების კონფედერაციის TURK-IS-ის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ირაკლი პეტრიაშვილი ანკარაში სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება. ღონისძიებაზე იგი პროფკავშირების საერთაშირისო კონფედერაციის (ITUC) ვიცე პრეზიდენტის რანგში ITUC-ს გენერალურ მდივანს შარან ბაროუს წარმოადგენს.

საარჩევნო ყრილობა თურქეთის პროფკავშირების კონფედერაციის პრეზიდენტსა და ხელმძღვანელ პირებს აირჩევს და მას ტრადიციულად დაესწრებიან, როგორც მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრები, ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

ირაკლი პეტრიაშვილი, როგორც პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი, ყრილობაზე სიტყვითაც გამოვა და ევროპის პროფკავშირების გამოწვევებზე ისაუბრებს, მათ შორის ღირსეული შრომის, მიგრაციის და შრომის სამყაროს მომავლის შესახებ. ყრილობის ფარგლებში მას არაერთი შეხვედრა ექნება სხვადასხვა ქვეყნების პროფკავშირების ლიდერებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა