ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე - ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან. ასეთი სასაცილო, მდარე ხარისხის სპექტაკლები არ მაინტერესებს, - ასე უპასუხა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად სარწმუნოა, რომ უმრავლესობის შიგნით სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უთანხმოებაა. ბესელიას განცხადებით, შექმნილ ვითარებაში კიდევ ახალი ინიციატივების წარმოდგენა კიდევ უფრო მეტ ქაოსს ქმნის.

„ასეთ არასერიოზულ საკითხებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან. მე არ მაინტერესებს უნიჭო სპექტაკლებზე კომენტარების გაკეთება. საინტერესო სპექტაკლები საყურებლად მაინტერესებს, თუმცა ასეთი სასაცილო, მდარე ხარისხის, არ მაინტერესებს.

მე მგონია, რომ ეს ძალიან ქაოტურ ვითარებას ემსგავსება. რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნებია და ჯერ კიდევ არ ვიცით, საბოლოოდ როგორი სისტემით ვატარებთ არჩევნებს. პოლიტიკური ვნებათაღელვა და დუღილი სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ სამართლიანი გარემო შევქმნათ ყველასთვის. ამ ვითარებაში ახალი ინიციატივების შემოტანა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ინიციატორი იყო, რომ ივანიშვილის დაპირება ჩავარდნილიყო, ეს კიდევ უფრო მეტ ქაოსს ქმნის.

ვენეციის კომისია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანას ყველაზე მეტ კრიტიკას იმის გამო აძლევენ ხოლმე, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო წესები იცვლება, რაც არ არის ნორმალური. ამიტომ მანიპულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა