დავით ბაქრაძე - გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - პოლიტიკური კომპრომისი -  სანამ ეს გამოსავალი არ მოიძებნება, აქციები გაგრძელდება

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სანამ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან პოლიტიკური გამოსავალი არ მოიძებნება, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება. როგორც ბაქრაძე აცხადებს, 6 დეკემბერს, მშვიდობიანი აქცია ქუთაისში გაიმართება.

მისივე თქმით, საზოგადოება არ გაჩერდება და უკან არ დაიხევს.

“ხვალ ქუთაისში იქნება აქცია და მშვიდობიანი მსვლელობა. ყველაფერი იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი ისე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე. ასეთი აქციები გაგრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებში და რეგიონებში. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება არა მაშინ, როდესაც სპეცრაზმს გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ, ან კონტრაქციებს ჩაატარებენ, მათი შექმნილი კრიზისი დამთავრდება მაშინ, როდესაც ერთად მოვძებნით პოლიტიკურ გამოსავალს მმართველი გუნდის შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან. ასევე გაგრძელდება აქციები თბილისში, რუსთაველზეც. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ საზოგადოება არ გაჩერდება და უკან არ დაიხევს, ვერანაირი სპეცრაზმებით, ვერანაირი „ტიტუშკებით“, ვერანაირი პოლიციის ჩარევით ამ ტალღას ვერ გააჩერებენ. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - პოლიტიკური კომპრომისი. სანამ ეს გამოსავალი არ მოიძებნება, აქციები გაგრძელდება მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კანონიერი ფორმით“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები ქუთაისში აქციას გამართავენ. მანამდე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და წევრები კიკვიძის სკვერიდან სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობას მოაწყობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა