ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - გასულ წელს წითელას  142,000 ადამიანი ემსხვერპლა

2018 წელს წითელას ინფექციით მსოფლიოში 142,000 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ კვლევაშია აღნიშნული.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან დღემდე წითელას შემთხვევები სამჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან დაფიქსირებულ შემთხვევებთან შედარებით.

წითელას მსხვერპლთა უმეტესობა ბავშვია.

ექსპერტების შეფასებით, სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულმა აცრის საწინააღმდეგო დეზინფორმაციამ ხელი შეუწყო წითელას შემთხვევების მატებას ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი.

აღსანიშნავია, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე კონფლიქტისა და დაბალი ხარისხის სამედიცინო სერვისების გამო, ძალიან ცოტა ბავშვის ვაქცინაცია ხდება. წელს იქ წითელას გამო 4,500 ადამიანი დაიღუპა, რაც ებოლას ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაზე მეტია.

წითელას ეპიდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სამოაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სამოას ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში წითელას 60 ადამიანი ემსხვერპლა. სამოას ჯანმრთელობის სამინისტროს განცხადებით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4 000-ს აღემატება. ქვეყანაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა