მამუკა მდინარაძე - უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

უმრავლესობა არ დაიშლება. ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა დგას მყარად, - ეს განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვაზე: ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ მმართველი გუნდი მაჟორიტარმა დეპუტატებმა დატოვონ, მდინარაძემ შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა:

„ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება „ნაციონალურ“ მოძრაობას“ და მის სატელიტებს - უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები. სხვადასხვა მედიასაშუალებაში რაღაცნაირად ავრცელებენ ინფორმაციებს, რომელიც ამის დასადასტურებლად მოჰყავთ, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ იმ მაჟორიტარი დეპუტატების არგუმენტებიც გააჯღერა, რომლებიც არსებულ ვითარებაში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.

„მე მათ მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ამ ფონზე, ისინი ამ არგუმენტებს სათავისოდ იყენებენ და ამბობენ, რომ როდესაც ოპოზიცია ასეთი უპასუხისმგებლოა, როდესაც თვითმმართველობები არ განგვივითარებია, ისე როგორც საჭიროა, როდესაც არ არსებობს კონსენსუსის რესურსი და როდესაც ოპოზიცია მხოლოდ დესტრუქციაზეა გადასული, ეს მოცემულობები მათი აზრით, ადგებათ სათავისო არგუმენტებში,“ - დასძინა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა