ადვოკატის ინფორმაციით, ნარკოტიკების საქმეზე დაკავებულმა რომან მალანიამ დუმილი დაარღვია და თქვა, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები იყო, ბერს ეკუთვნოდა

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა - შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. ის ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

დაკავებულის უფლებადამცველის ჯიტა გულუას განცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, რომან მალანიამ დუმილი დაარღვია და თქვა, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები იყო, ბერს ეკუთვნოდა და ის მხოლოდ მის გადატანაში მონაწილეობდა.

მისივე თქმით, დაკავებულების ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა და ბერი დანაშაულს აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული სასულიერო პირია.

ამ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ პირს რ.მ-ს სასამართლომ აღკვეთის სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა