პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, ხმაური იყო

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, ხმაური იყო. სხდომაზე კამათი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" წარმომადგენლის განცხადებას მოჰყვა. მისი განცხადება პარლამენტში საშვების დაშვების გარკვეული პერიოდით აკრძალვას შეეხებოდა, რის გამოც კომიტეტის სხდომაზე დასწრება „ლელოს" სხვა წევრებმა ვერ შეძლეს. აღნიშნულ განცხადებას დეპუტატების დაჩი ბერაიასა და პაატა კვიჟინაძის გაღიზიანება მოჰყვა. მათ „ლელოს" წარმომადგენელს მიუთითეს, რომ მისთვის გამოყოფილი დრო კითხვის დასასმელად უნდა გამოიყენოს და არა განცხადებების გასაკეთებლად. ამასთან, პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ „ლელოს" წარმომადგენელს მიკროფონი გაუთიშოს.

დაჩი ბერიამ კი „ლელოს" წარმომადგენელს შეახსენა, რომ იგი პარლამენტის წევრს ელაპარაკება.

„თუ შეიძლება, დამასრულებინეთ. არ არის საჭირო ამხელა გამოხმაურება. გამოეხმაურეთ თქვენს დროში. პარლამენტის წევრობა პრივილეგია არ არის. ეს რომ პრივილეგია გგონიათ, იმიტომ მიიყვანეთ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე“, - განაცხადა „ლელოს" წარმომადგენელმა.

კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ „ლელოს" წარმომადგენელს ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების საშუალებაც მისცა და შემდეგ კითხვის დასმისაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა