ნათია თურნავა - სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა

ავიატორების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციის ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტებისა და ვერტოდრომების განვითარებაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ღონისძიებაზე მინისტრმა განაცხადა, რომ დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები, რაც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას 4-ჯერ გაზრდის და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებელი გატარება იქნება შესაძლებელი.

ნათია თურნავას ინფორმაციით, გაფართოების პროცესი მიმდინარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომლის ტერმინალსაც 3300 კვ.მ. ახალი სივრცე დაემატება. „ამ პროექტს „ტავ ჯორჯია“ ახორციელებს. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და მის განხორციელებას ჩვენ ხელს ვუწყობთ. ბათუმი უკვე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. მართალია, ეს სასიამოვნო გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ მას პარტნიორ კომპანიასთან ერთად ღირსეულად უნდა შევხვდეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება კომპანია „საქაეროგენერაციის“ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია როგორც ფრენების უსაფრთხოების, ასევე აეროპორტებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა, შიდა ფრენების სტიმულირებას შეეხებოდა. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს მასშტაბით შეარჩია სამასამდე წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობა ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა