რომან კაკულია ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის მეორე რაუნდზე - ცხადია, დიალოგი გარკვეულწილად დათმობის მზაობას ნიშნავს

ცხადია, დიალოგი გარკვეულწილად დათმობის მზაობას ნიშნავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგის მეორე რაუნდზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დღეს გაიმართება.

"ზოგადად, როდესაც არსებობს დიალოგის სურვილი, ცხადია, დიალოგი ნიშნავს გარკვეულწილად, დათმობის მზაობას. სხვა შემთხვევაში, დიალოგი აღარ ჰქვია ამას. როდესაც არის მზაობა დიალოგის, ორივე მხარე მოუწოდებს, საკუთარ თავში ეძებონ დათმობის რესურსები. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკებები როგირც წესი, უშედეგოდ მთავრდება ხოლმე. მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ამ პრინციპით იხელმძღვანელებს", - განაცხადა კაკულიამ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება, რომ რომელიმე მხარემ პოზიცია შეიცვალოს, კაკულიამ განაცხადა: "ნუ გავუსწრებთ მოვლენებს".

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა 18:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა