სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება

მანამდე, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ გაეცემა ადეკვატური პასუხი, პროტესტი გაგრძელდება,- ამის შესახებ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. უწყებასთან აქცია ამ წუთებში დასრულდა.

აქტივისტების თქმით, პროტესტს გააგრძელებენ და შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე დაიწყებენ ფიქრს.

“ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ პრობლემის გადასაჭრელად იქნება, სიამოვნებით მივიღებთ”,- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან რეზიდენტურის გადასახადის, ასევე რეზიდენტურის გამოცდაზე დაწესებული თანხისა და 520-ე დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების განახევრებას გულისხმობს, ჯანდაცვის უწყებასთან აქცია გამართეს.

მანამდე მათ წერეთლის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს ლოზუნგებით:- “ნუ გამხდი ხალათს”, “ნუ გვევაჭრებით”, “ ნუ გადაარჩენ მათ საფულეს”, “ნუ გამაქცევ”.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა