არჩილ თალაკვაძე სტუდენტების პროტესტზე - მეც ვიყავი სტუდენტი და კარგად მახსოვს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ფინანსურ ხელმისაწვდომობას, მაქსიმალური კომპრომისი უნდა მოინახოს სტუდენტების სასარგებლოდ

მეც ვიყავი სტუდენტი და ძალიან კარგად მახსოვს , თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ფინანსურ ხელმისაწვდომობას. მაქსიმალური კომპრომისი უნდა მოინახოს, რომ სტუდენტების მიერ დაყენებული ეს საკითხი, მათ სასარგებლოდ იყოს გადაჭრილი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიას განუცხადა. ამით თალაკვაძე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული „იმ ხაზით, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა გაადვილდეს“.

„რაც შეეხება რეზიდენტურას და პროფესიულ განვითარებას, განათლების მიღების შესაძლებლობას, ჩვენ ვაპირებთ , რომ ბიუჯეტიდან , მომდევნო წლებში 25 პროცენტი დავხარჯოთ ამაში,რაც ნიშნავს,რომ განათლებაში ბიუჯეტიდან ისედაც დიდი რესურსი დაიხარჯება. თუ საქართველოს აქვს გზა , დაძლიოს სიღარიბე და სწრაფი ინტეგრაცია მოახდინოს ევროპაში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს შესაძლებელია განათლების გზით. ამიტომ, ნებისმიერი გადაწყვეტილება,რაც იქნება მიღებული, უნდა იყოს მიღებული იმ ხაზით, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაადვილდეს და გახდეს უფრო ხარისხიანი. ამ შემთხვევაში, მე არ მიმაჩნია პრინციპულ თემად გადასახადის დაწესება და ვფიქრობ, რომ უნდა გამოიძებნოს კომპრომისი სტუდენტებთან“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან რეზიდენტურის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა