არჩილ თალაკვაძე - საერთო შთაბეჭდილება არის ის, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან დიდი ოპტიმიზმი

გამოწვევები არის თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი; იქნება ეს ოკუპაციის მძიმე პრობლემა, ეკონომიკური გამოწვევები, თუ პოლიტიკური სისტემის გამოწვევები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საერთო შთაბეჭდილება არის ის, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან დიდი ოპტიმიზმი.

"ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ჩვენ დილიდან უკვე გვაქვს სამუშაო შეხვედრები ასამბლეის წევრებთან, ევროპარლამენტარებთან, დელეგაციების ხელმძღვანელებთან და ეს არის კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის და ჩვენი კოლეგებისთვის ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი, იქნება ეს ოკუპაციის მძიმე პრობლემა, იქნება ეს ეკონომიკური გამოწვევები, თუ პოლიტიკური სისტემის გამოწვევები. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გახსნილი კომუნიკაცია. ეს ასამბლეა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ინფორმაცია და ჩვენი არგუმენტები მივაწოდოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ამ ორი დღის განმავლობაში. პირველი შეხვედრის შთაბეჭდილება ჩემთვის არის ის, რომ საქართველოს მიღწევები არის სათანადოდ დაფასებული, ასევე ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გამოწვევების შესახებ ევრონესტის ასამბლეის ინფორმირება. საერთო შთაბეჭდილება არის ის, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან დიდი ოპტიმიზმი და მოვახერხებთ იმას, რომ გამოწვევებს გაუმკლავდებით, გადავლახავთ პრობლემებს და ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებაში თავისი მიღწევების კონსოლიდაციას. ეს არის რეალურად საქართველოს მიმართ ევროპული სტრუქტურების მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ტარდება თბილისში",- განცხადა თალკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა