გიგა ბოკერია -  პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა მივიღეთ, რომ ჩვენი პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

მივიღეთ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ ჩვენი პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკერიას თქმით, აღნიშნულ დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტი განხილვისთვის მზადაა.

„ყველამ იცის, რომ ამ ღრმა კრიზისში, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილმა თავისი უტიფარი საქციელით, როდესაც საზოგადოებას უთხრა, რომ გადაგაგდებთ და ფეხებზე მკიდიხართო, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, ისევ ოპოზიციამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც სწრაფ გამოსავალს სთავაზობს ხელისუფლებას. ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი, რაზეც ჩვენ ვნახეთ, უტიფარი რეაქცია ხელისუფლების, რომ განხილვაც კი არ შეგვიძლია იმდენად არაკოსტიტუციურიაო. განხილვა და გაგზავნაც კი სირცხვილია ვენეციის კომისიაშიო.

დღეს მივიღეთ ამ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის, ამ ხელისუფლების პირობებში არსებული იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ ეს პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. თუ მეტ-ნაკლებად აშკარაა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა ისინი დასკვნას დებენ, რომ არის პრობლემა და არ შეიძლება ამის განხილვა. თუ პატარა ეჭვიც აქვთ ხოლმე, მკაფიოდ და პირდაპირ წერენ ხოლმე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ამ პროექტზე არაფერი მსგავსი არ დაწერეს. წერია, რომ მზადაა განხილვისთვის”,- განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს