ევროპარლამენტარი  ნაჩოს სანჩეს ამირი  - საარჩევნო სისტემის საკითხი საქართველოს საშინაო საკითხია და ის არ შედის  ევროკავშირის მიმართ საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებში

ესპანელი ევროპარლამენტარი, ნაჩოს სანჩეს ამირი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის საკითხი საქართველოს საშინაო საკითხია და ის არ შედის ევროკავშირის მიმართ საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებში.

„ეს ქვეყნის შიდა საკითხია. ევროპაში არსებობს სხვადასხვა საარჩევნო სისტემა - უფრო მაჟორიტარული, უფრო პროპორციული და ეს თქვენი გადასაწყვეტია. ეს არ არის ევრონესტის კონფერენციის თემა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ, პოლიტიკოსები ვართ და ძალიან გვაინტერესებს, რა ხდება და ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ელჩის ძალისხმევას იმ მოლაპარაკებებში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს“, - აცხადებს სანჩესი.

მისი თქმით, ზოგადად, მსოფლიოში ახლა არის უფრო პროპორციული სისტემისკენ მიდრეკილება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალიან ძლიერი პრეზიდენტები ასუსტებენ პარლამენტების როლს.

„ამის გამო მსოფლიოში არსებობს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის ტენდენცია. მაგრამ ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის უნდა განახორციელოს ეს ცვლილება და მე ვიცი, რომ თქვენ მიიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება 2024 წლისათვის. მაგრამ ეს არის იმ მოლაპარაკებების თემა, რომელსაც ევროკავშირი ხელს შეუწყობს. მას ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვადევნებთ თვალყურს, თუმცა ეს თქვენი ქვეყნის და თქვენი ინსტიტუტების სუვერენული გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს სანჩესი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა