კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია თბილისში, ყველაზე ნაკლები კი გურიის რეგიონში ხორციელდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კვლევის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა, 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის სამი კვარტლის ჩათვლით, თბილისზე ნაწილდება, ხოლო ყველაზე მცირე მოცულობა გურიის რეგიონზე.

კვლევის შედეგებზე „ინტერპრესნიუსს“ ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი ესაუბრა.

„კერძოდ, 2019 წლის სამ კვარტალში ქვეყანაში შემოსული 909 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან 570 მილიონზე მეტი მხოლოდ თბილისზე მოდის. თბილისის შემდგომ მოდის აჭარა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 110 მილიონს აღემატება. ყველაზე მცირე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში განხორციელდა. გურიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ანალოგიურ პერიოდში 2.5 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 3.5 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება.

ამასთან, გასული სამი წლის, 2016-2018 წლის ანალიზი აჩვენებს ანალოგიურ მდგომარეობას, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებულად დიდი ოდენობით თბილისზე მოდის (ოთხი მილიარდის ფარგლებში), შემდგომ ადგილს კვლავ აჭარა იკავებს (თითქმის 400 მილიონი) ხოლო ყველაზე მცირე ინვესტიციები გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში განხორციელდა, ჯამში, დაახლოებით 5 მილიონის ოდენობით“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა