სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი - 2002 წლიდან მოყოლებული, იარაღის მწარმოებლების გლობალური გაყიდვები 47%-ით გაიზარდა

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, იარაღის გაყიდვები 2002 წლიდან მოყოლებული გლობალური მასშტაბით 47%-ით გაიზარდა. იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა მხოლოდ 2018 წელს 420 მილიარდი აშშ დოლარის შეიარაღება და სამხედრო მოწყობილობები გაყიდეს. მწარმოებელთა შორის ტოპ-5-ს ამერიკლი კომპანიები წარმოადგენენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეერთებული შტატების წილი მთლიან გაყიდვებში 59%-ია.

რაც შეეხება რუსულ მწარმოებლებს, მათი მაჩვენებელი მთლიან გაყიდვებში 8,6%-ია. ევროპაში, იარაღის ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ორგანიზაცია ბრიტანეთს ასახელებს, რომელსაც მეორე ადგილზე საფრანგეთი მოჰყვება.

რაც შეეხება ჩინეთს, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებში მასზე ინფორმაცია არ არის, რადგან ქვეყანაში „ამ მიმართულებით მონაცემებს საიდუმლოდ ინახავენ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა