პრეზიდენტი - ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა

ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად თავდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებული პრობლემებისა, საქართველოს ის ძლიერი იარაღი აქვს, რომელსაც ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჰქვია.

„არ შეიძლება, რომ ჩვენ ვერ გავიტანოთ ჩვენი კულტურა, იდენტობა, ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს ჩვენი მოვალეობა და მომავალია. ამითი ან ძალიან საინტერესო ვიქნებით მსოფლიოსთვის, ან არ ვიქნებით. ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა. ძალიან მდიდარია რეგიონი ამ მხრივ: თავისი რელიგიით, თავისი არქეოლოგიით, თავისი წარსულით და თავისი მომავლით. ყველაფერი იმით უნდა დაიწყოს, რომ ჩვენი თავის დავიჯეროთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო