გიორგი მარგველაშვილი - დიახ, საქართველოში პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრებული ადამიანები არიან - გინდათ რურუას, გინდათ ოქრუაშვილის, გინდათ მელიას მიმართ მოტივაცია არის პოლიტიკური

პოლიტიკური მოტივაციით დაკავებული ადამიანების რაოდენობის გაზრდას რა შეუშლის ხელს? მათი ცოდნა, გამოცდილება ან მომავლის შიში? ეჭვი მეპარება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი შეფასებით, დღეს საქართველოში პოლიტპატიმრები არიან.

„დიახ, ჩემი აზრით, საქართველოში პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრებული ადამიანები არიან. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარია, არავის არასდროს არ ეგონოს, რომ ის პოლიტპატიმარი პირდაპირი მუხლითაა: „მოდი დავიჭიროთ ვიღაცა და ის იყოს პოლიტპატიმარი.“ ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა ლეგიტიმური მუხლი, რაღაცა მუხლის მიხედვით, რაღაცას მიგიყენებენ. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ამ ადამიანებს მიუყენეს მუხლები, რითაც ისინი დააპატიმრეს. აქ ნათლად ჩანს, პოლიტიკური მოტივაცია. გინდათ რურუას მიმართ, გინდათ ოქრუაშვილის მიმართ, გინდათ მელიას მიმართ მოტივაცია არის პოლიტიკური.

ჩვენ ხომ მოვისმინეთ პარტიის ლიდერის განცხადება, რომ ეს სია გაიზრდება. ამ სიის გაზრდას რა შეუშლის ხელს? მათი ცოდნა, გამოცდილება ან მომავლის შიში შეუშლის ხელს? აქ ხომ ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებიც რეალობასთან კავშირში არ არიან. ჩვენ რომ ვსაუბრობთ, რომ მათ ამერიკის კონგრესში სურთ ამხილონ, რომ NDI „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფია, ასეთი პოლიტიკური გამჭრიახობის ადამიანებისგან უნდა ველოდეთ, რომ შეიძლება რამე არ გააკეთონ ან ვინმე არ დააპატიმრონ? ეჭვი მეპარება,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა