გია ვოლსკის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევაზე უნდა მიიღოს, არა პოლიტიკური, არამედ მექანიკური გადაწყვეტილებაა

პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა მიიღოს, არა პოლიტიკური, არამედ მექანიკური გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქ დეპუტატების მხარდაჭერა ავტომატური, მექანიკური თემაა იმიტომ, რომ კანონით და რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ ასეთ შემთხვევაში დეპუტატის მანდატი წყდება.

პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, მექანიკური გადაწყვეტილებაა და პოლიტიკურად ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ იცით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს