პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის გვერდითა შესასვლელი, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან ოპოზიციის დეპუტატებმა და მათმა მხარდამჭერებმა გადაკეტეს.

აღნიშნულს მათსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პოლიციის წარმომადგენლები ოპოზიციის დეპუტატებს მოუწოდებდნენ, რომ გადასულიყვნენ ტროტუარზე და ასე გამოეხატათ პროტესტი, თუმცა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მათ განუმარტა, რომ ისინი არ აპირებენ ტროტუარზე დგომას და ქუჩის გადაკეტვით შეეცდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის დისკომფორტის შექმნას.

საბოლოოდ, პოლიციის კორდონის ზეწოლის შედეგად აქციის მონაწილეების გადაყვანა მაინც მოხერხდა ტროტუარზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს