ინდოეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, მუსლიმი მიგრანტები მოქალაქეობის მიღებას ვერ შეძლებენ

ინდოეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მიგრანტებს სამი მეზობელი ქვეყნიდან, ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან მოქალაქეობას მიანიჭებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუსულმანები არ არიან.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ კანონი არაკონსტიტუციურია და ხელს უწყობს ინდოეთის 200 მილიონიანი მუსლიმი საზოგადოების მარგინალიზაციას.

თავის მხრივ, მმართველი ძალა აცხადებს, რომ კანონპროექტის მიზანია დაიცვას ის რელიგიური უმცირესობები, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან ჩაგვრას გაექცნენ.

კანონპროექტი უახლოეს დღეებში ინდოეთის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა