პარლამენტში პლენარული სხდომა განახლდა

პარლამენტში პლენარული სხდომა განახლდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, კენჭისყრა რამდენიმე წუთში დაიწყება. დღეს პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ. დღესვე, კენჭისყრაზე დადგება "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დარბაზში არასასიამოვნო სუნი აღარ იგრძნობა. სხდომათა დარბაზი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იყო დაკეტილი და შიგნით ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პლენარული სხდომის დაწყებიდან მალევე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაასხეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სამედიცინო სამსახურები, პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. აღნიშნული ნივთიერების დასხმის შედეგად 4 პირი შეუძლოდ გახდა, მათ შორის ორი დეპუტატი. სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა