ირაკლი კობახიძე - დავინახეთ ორი ქალბატონი „ევროპული ნაციონალური მოძრაობიდან“, ერთს შალის ქვეშ და მეორეს ჯიბეში ჰქონდა ჩამალული, რაღაც - შემდეგ დაიქცა გარკვეული სითხე

ჩვენ, ჩვენი თვალით დავინახეთ ორი ქალბატონი „ევროპული ნაციონალური მოძრაობიდან“, ერთს შალის ქვეშ და მეორეს ჯიბეში ჰქონდა ჩამალული, რაღაც. შემდეგ დაიქცა გარკვეული სითხე - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, სუნს აყენებს.

„ამ დივერსიის სამართლებრივი, სამედიცინო თუ ქიმიური კვალიფიკაცია არ ვიცი რა არის. გამიჭირდება ამის თქმა და ამას ექსპერტიზა დაადგენს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ეს არის სასოწარკვეთა და ისტერიკა. ანუ სასოწარკვეთასა და ისტერიკაშია ჩავარდნილია ოპოზიცია და ხედავთ რომ ასეთი მდარე და აბსოლუტურად იაფფასიანი ჟესტით სცადეს მათ ყურადღების მიქცევა,“ - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა